ინტელექტუალურ შეჯიბრში "რა? სად? როდის?" კომაროვის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა!

3 ივნისს „კინგს საქართველოსა“ და „მოაზროვნეთა კლუბის“ თანამშრომლობით  გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრში „რა? სად? როდის?“  კომაროვის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.

ინტელექტუალური თამაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები კი ფინალში გადავიდნენ. შეჯიბრში 1500-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

გამარჯვებული გუნდის წევრები კომაროვის სკოლის ინტელექტ კლუბის წევრები იყვნენ: ირაკლი კერელეიშვილი, თამარ გელაშვილი, ლუკა ნარსია, გიორგი კურტანიძე, მერაბი ბოჭოიძე და ლუკა გვრიტიშვილი.

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და სამომავლოდ არაერთ წარმატებას უსურვებს!

Photo credits: კინგსი საქართველო


ზემოთ